პენტაგონი ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში პრეტადორის ტიპის უპილოტო თვითმფრინავებს გამოიყენებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერგ გეიტსმა განაცხადა. მისი თქმით, პრეტადორებს მცირე სიმაღლეზე გადაადგილება შეუძლია, რაც კოალიციურ ძალებს კადაფის პოზიციებზე დაკვირვებას გაუადვილებს.
"როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობებს ვფლობთ, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ორი უპილოტო თვითმფრინავი გადავცეთ", - განაცხადა გეიტსმა.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის განმარტებით, ლიბიაში პრეტადორის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე გასცა.
რაც შეეხება ლიბიაში სახმელეთო ძალების შეყვანის შესაძლებლობას, რობერტ გეისტსის თქმით, ეს საკითხი დღის "წესრიგში კვლავინდებურად არ დგას".
შეგახსენებთ, რომ პრეტადორის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების მსგავსი ტექნიკა პენტაგონმა ავღანეთის სამხედრო ოპერაციის დროსაც გამოიყენა.