ერთი დაიღუპა და ათობით დაკარგულად ითვლება ფილიპინებში მომხდარი მეწყერის შედეგად. პოლიცია, ჯარები და მაღაროელები ცდილობენ გადაარჩინონ მიწის ქვეშ მოყოლილ სახლებში მყოფი ადამიანები.
უნდა აღინიშნოს რომ სოფელი სადაც მეწყერი მოხდა ცნობილია როგორც ოქროს მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. სოფელში არსებობდა არალეგალური ოქრის მაღაროებიც.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაროელების უმეტესობა ჩახერგილია. ქვეყნის ხელისუფლებამ დაავალა სამხედრო საჰაერო ძალებს სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკის გადაყვანა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მიწის სათხრელი სამუშაოების ჩატარება.