დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამ მიზნით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი მოსკოვში უკვე გაემგზავრა.
შეხვედრაზე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე ისაუბრებენ. ამასთან, სამი სახელმწიფოს მეთაურის მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრის ფორმატის მომზადების დეტალებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსეთის თანათავმჯდომარემ იგორ პოპოვმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით სამი პრეზიდენტის შეხვედრა ზაფხულში გაიმართება.