ირანის პირველი კოსმონავტი მაიმუნი გახდება. უკვე სექტემბრიდან დედამიწის ორბიტაზე ირანელები "სიცოცხლის კაფსულას" გაუშვებენ. ეს არის კოსმიური აპარატი, რომელიც ცოცხალი არსებების კოსმოსში გასაფრენად გამოიყენება.
საცდელი კაფსულის გამოცდამ, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ჯერ კიდევ 16 მარტს გაუშვეს, წარმატებით ჩაიარა. სექტემბერში უკვე მაიმუნი გაფრინდება კოსმოსში. 2017 წელს კი - ადამიანი.
კოსმოსური სარაკეტო ტექნოლოგიის მიხედვით, ირანი, ყველას გასაკვირად, ძალიან სწრაფად ვითარდება. პირველი გამოცდა თეირანმა მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, როცა კოსმოსში საცდელად გაგზავნა.
დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ირანის ამგვარი ინტენსიური წინსვლით, რომელიც ბირთვული ტექნიკის განვითარებაზე უარის თქმას არ აპირებს. ანალიტიკოსთა აზრით, ირანის ასეთი კვლევები იმისკენაა მიმართული, რომ მან სამომავლოდ ბალისტიკური რაკეტები სრულყოს.