დედამიწის ორბიტაზე ინდოეთმა ერთდროულად სამი თანამგზავრი გაუშვა. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური სააგენტო იუწყება. 
რაკეტა-გადამტანმა შრიხარიკოთის კუნძულზე მდებარე კოსმოდრომიდან დღეს დილით  სტარტი აიღო. მან დედამიწის გარშემო მდებარე სივრცეში სხვადასხვა თანამგზავრი აიტანა. კერძოდ, 92 კილოგრამიანი რუსულ-ინდური  YouthSat-ი, 106 კილოგრამიანი სინგაპურული  X-Sat-ი და 1206 კილოგრამიანი ინდური Resourcesat-2.  
აღსანიშნავია, რომ X-Sat-ი სინგაპურის პირველი თანამგზავრია. არსებული ინფორმაციით, იგი სამი წლის განმავლობაში ნიადაგის ეროზიის შესახებ მონაცემებს შეაგროვებს.