"ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე 20-კილომეტრიანი მონაკვეთი აკრძალულ ზონად გამოცხადდა.
იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას ავარიული ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ ჯერ კიდევ 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ მოუწოდა, თუმცა აკრძალვა დღემდე დაკანონებული არ ყოფილა.
ადამიანები, რომლებიც კანონს დაარღვევენ, სავარაუდოდ, ათას 200 დოლარით დაჯარიმდებიან ან 30-დღიან პატიმრობას მიუსჯიან. გავრცელებული ცნობით, აკრძალულ ზონაში ამ დრომდე 60 ოჯახი ცხოვრობს. დღეს ფუკუსიმის საევაკუაციო ცენტრს იაპონიის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა. ნაოტო კანი დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.