კეტრინ ზეტა-ჯონსი ფილმში, სახელწოდებით "Rock of Ages" მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "The Hollywood Reporter"-ი იტყობინება.
სიუჟეტი ბროდვეის მიუზიკლზეა აგებული, ახალგაზრდა როკ-მუსიკოსი და მისი მეგობარი გოგონა ლოს-ანჯელესში ჩადიან, რათა საკუთარი ოცნება განახორციელონ. დადგმა გასული საუკუნის 80-ისანი წლების პოპულარულ სიმღერებს ეფუძნება. საუნტრეკში Bon Jovi-ის, Asia-ს, Twisted Sisters-ის, Poison-ის, Journey-ის, Styx-ისა и Foreigner-ის კომპოზიეციები შევიდა.
ფილმის რეჟისორია ადამ შენკმანი. ახალი სურათის გამოსვლა 2012 წლის ივნისში იგეგმება.
ფილმში ახალგაზრდა მუსიკოსის როლს ახალბედა მექსიკელი მსახიობი დიეგო გონსალესი ასრულებს. მის გარდა, სურათში მონაწილეობას მიიღებენ რასელ ბრენდი, ალეკ ბოლდუინი, პოლ ჯამატი და ტომ კრუზი. ამ დროისთვის ახალი როლისთვის ტომ კრუზი ვოკალური ოსტატობის გაკვეთილებს სპეციალურად გადის. მთლიანობაში, იგი ყოველდღიურად ხუთ საათს მუშაობს.
ზეტა-ჯონსი სურათში მთავარი ბოოტმოქმედის _ ულტრ-კონსერვატიული ქალის როლს ასრულებს, რომელიც ლოს-ანჯელესში როკ-ენ-როლის მთლიანად აღმოფხვრას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მსახიობმა მიუზიკლებში ადრე უკვე მიიღო მონაწილეობა. ფილმ "ჩიკაგოსთვის" მან "ოსკარი" საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის დაიმსახურა.
ამჟამად კეტრინ ზეტა-ჯონსი მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის. ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის მიხედვით, ზეტა-ჯონსს მეორე ხარისხის ბიპოლარული გაღიზიანება აღენიშნება. ეს ბიპოლარული აფექტური გაღიზიანების შედარებით მსუბუქი ფორმაა, რომელიც ადრე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სახელით იყო ცნობილი.