კომპანია Facebook-ის ოფისში სტუმრობისას ბარაკ ობამამ მის ხელმძღვანელ მარკ ცუკერმანის შესახებ იხუმრა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იტყობინება.
პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ მსხვილი სოციალური ქსელის შექმნელი ამერიკის ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის. შეძლებული ადამიანებისთვის გადასახადების მომატების პროექტის განხილვისას კი, ობამამ აღნიშნა: "მარკ, ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა გაცილებით მეტი გადასახადი უნდა გადაიხადონ".
მოგვიანებით პრეზიდენტმა დაამატა: "ვიცი, რომ გადასახადებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე გაქვს!" ამის საპასუხოდ, ცუკერბერგმა ობამას მიერ განათლების რეფორმირების ძალისხმევა შეაქო და აღნიშნა, რომ სექტემბერში 100 მილიონი დოლარი ნიუ-ჯერსის საზოგადოებრივ სკოლებს შესწირა.
Facebook-ის ოფისში შეხვედრამ ბარაკ ობამას შესაძლებლობა მისცა, სოციალური ქსელის ახალგაზრდულ აუდიტორიასაც შეხვედროდა.
Facebook-ისთვის აშშ-ის პირველი პირის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიზანმიმართულად მზარდი კომპანია ვაშინგტონთან დაახლოებას ცდილობს.
ცუკერბერგთან შეხვედრისას ობამამ სოციალური ქსელის მომხმარებლებთან ეკონომიკის, განათლებისა და ემიგრაციის საკითხებიც განიხილა.
ცნობისთვის, მაღალ სტუმართან შეხვედრამდე Facebook-ის მომხმარებლებს შესთავაზეს, ობამასთვის ინტერნეტით წინასწარ დაესვათ შეკითხვები. ამასთან, ობამამ პირველად განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს სწორედ Facebook-ის მეშვეობით აწარმოებს.