ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა საკუთარი ხალხის წინაშე რადიომიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალადობასა და მკვლელობას ვეღარ მოითმენს. მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩრდილოეთ ნიგერიაში მოწყობილი არეულობის ყველა მონაწილე მთელი სიმკაცრით დაისჯება.
ჯონათანის თქმით, იმისთვის, რომ მკვლელობებს ბოლო მოუღოს, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აღელვებულ რაიონებში მან უშიშროების ძალები გადაისროლა. პრეზიდენტის თქმით, მათ ყველა კანონიერი საშუალების გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის_ძალის გამოყენებაც, რათა ამით ქვეყნის მოქალაქეები დაიცვან.
"ამ სამარცხვინო აქტებში დამნაშავე პირები, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას ემუქრებიან, უნდა გამოვლინდნენ და სასჯელი დაიმსახურონ",_აღნიშნა ჯონათანმა.
შეგახსენებთ, ნიგერიაში აღეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 16 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონატანმა გაიმარჯვა. ქრისტიანმა გუდლაკ ჯონათანმა ხმათა 57 % დააგროვა, მისმა ოპონენტმა მუსულმანმა მუჰამედ ბუჰარიმ კი_31%.
ბუხარის მომხრეები არჩევნების ფალსიფიცირებაზე საუბრობენ. ისინი ნიგერიის ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ ქრისტიანებს თავს ესხმიან, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია.