"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში ცვლილებები ოპოზიციისკენ მიმართული არ არის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ განუცხადა.
"ეს არ არის პოლიტიკური თემა ოპოზიციისკენ მიმართებაში და რატომ მოხდა მის პოლიტიზება, რომ საბჭოს ან მდივანს უფლებების ეზრდება, გაუგებარია", - აღნიშნა ღიბრაძემ.
მისი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანაზე უშიშროების საბჭო ორ წელზე მეტია მუშაობს და მისი პარლამენტში ინიცირება უშიშროების საბჭოს ახალი მდივანის გიგა ბოკერიას დანიშვნა უბრალოდ დაემთხვა და მასთან სხვა არანაირ კავშირში არ არის.
"არსებული კანონმდებლობით არის რამდენიმე პარალელური რეჟიმი, რომელიც თვითონ სისტემის მართვისას იწვევს გაურკვევლობას, რომელი კონკრეტული კანონით შეიძლება იხელმძღვანელო. საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით არის სინქრონიზაციაში მოსაყვანი და ცვლილებებიც ამის გათვალისწინებით ხდება", - აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, საბჭოს მიმართულებით არაპოლიტიკურ თემების პოლიტიზება უბრალოდ სკანდალის შექმნის მცდელობაა.