ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობა წლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი არ არის ერთადერთი, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკას არეგულირებს და ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების თემა უფრო კონკრეტულად სხვა თანმდევ სამუშაო დოკუმენტებში აისახება.
"საზღვრების უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით სამუშაო დოკუმენტებში უფრო კონკრეტულ ქმედებებზე იქნება საუბარი, როცა მათი განახლება მოხდება. ამასთან, აღნიშნული საკითხი მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც აისახება, რომელზე მუშაობასაც წლის ბოლოს დავიწყებთ", - აღნიშნა დარსალიამ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2008 წელს მოხდა განხორციელების გეგმის შემუშავება, სადაც ტექნიკურ დონეზეა გაწერილი სხვადასხვა უწყებების კომპეტენცია და ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც საზღვრის დაცვის კუთხით უნდა გადაგას.
"თუმცა 2008 წლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და ამ გეგმებს განახლება სჭირდება", - აღნიშნა მან.