ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი ბელორუსის საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევისათვის ემზადება.
"გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარი მოვლენების ანალიზი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს წელში მოხრა უნდათ", _ განაცხადა დღეს ლუკაშენკომ ბელორუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"ჯერ პოლიტიკური მუქარები, არჩევნების არაღიარება, გაუსვლელობის სიები, ეკონომიკური სანქციები. შემდეგ - აჟიოტაჟის გაბუქვა სავალუტო ბიჟაზე, შემდეგ ძვლებზე ცეკვა მეტრო "ოქტიაბრსკაიაზე" მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით", _ აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ყველაფერი ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია.
"ყველაფერი ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია - ხელისუფლებისადმი უნდობლობის დანერგვა და ქვეყნის დახრჩობაა. უნდათ ჩვენ გვაიძულონ ვიყოთ ისეთები, როგორებიც ყველაა ჩვენს ირგვლივ ან როგორც თავად არიან ბოლო ბოლო. ჩვენ მათ ძვალივით ვყევართ ყელში გაჩხერილი", _ აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.
"მათ უნდათ, რომ ხელისუფლებაში ძარცვა-გლეჯა იყოს, რომ ამ ოვალურ დარბაზში მიმდინარეობდეს ბატალიები და ერთმანეთს სახეში ურტყამდნენ. იმ შემთხვევაში თუკი ჩვენს დაჩოქებას და მუხლებზე დაყენებას და დახრჩობას შეეცდებიან, ჩვენ როგორც მინიმუმ წინააღმდეგობას გავწევთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ნაწილისათვის", _ აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი.