აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კადაფის ბედთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს და ლიბიის მოქმედ პრეზიდენტზე დამატებითი ზეწოლის შესაძლებლობა განიხილეს.
ორი ქვეყის მეთაური შეთანხმდა, რომ სამხედრო ჩარევასთან ერთად, აუცილებელია ეკონომიკური სანქციების სიის გაფართოება, რაც მუამარ კადაფზე დიპლომატიური ზემოქმედების მექანიზმია.
უფრო ადრე კი ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ ლიბიაში სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის შესაძლებლობას არ განიხილავს. თუმცა აშშ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტულებას მხარს უჭერს, რომლებიც ლიბიელი ოპოზიციონრების სწავლების მიზნით სამხედრო ინსპექტორებს გაგზავნიან.
"რა თქმა უნდა, მოცემული გეგმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სრულ ინფორმაციას ფლობს, მის მიმართ თავის კეთილგანწყობას გამოხატავს და იმედოვნებს, რომ ეს ოპოზიციას მხარს დაუჭერს. თუმცა ეს არ ცვლის აშშ-ის პოზიციას ლიბიაში ქვეითი ჯარის გაგზავნის თვალსაზრისით",_ აღნიშნა ბარაკ ობამას პრესმდივანმა.