ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში 2008 წლის აგვისტოში სამხედრო აგრესიის განხორციელების მიზეზების ფორმულირება შეიცვლება.
როგორც დღეს, პარლამენტში ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ აღნიშნა, დოკუმენტში 2008 წლის მოვლენების შეფასება აღქმული იქნა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული.
"ეს ასე არ არის, ამიტომ ჩვენ ახალი ფორმულირება შევიმუშავეთ, კერძოდ კი დოკუმენტში ჩაიწერება, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი იყო არ მარტო საქართველოს ოკუპაცია, ამ ტერიტორიაზე რეჟიმების დამოუკიდებლობის აღიარება, არამდე საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლა და დემოკრატიული ხელისუფლების ჩანაცვლება", - აღნიშნა დარსალიამ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თქმით, დოკუმენტში ასევე ხაზგასმით აღინიშნება ის საფრთხეები, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი აფხაზეთის მიმართულებით იქმნება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყო.
ამ დროისთვის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც შემდეგ შემდეგ განსახილველად პარლამენტის დაუბრუნდება.