უგანდის სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერი კისა ბესიგუე დააკავეს. ბესიგაეს მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დასაშლელედაც ადგილობრივმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით უგანდაში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. აქციების მთავარი ორგანიზატორი სწორედ ბესიგუე იყო. ბესიგუეს მხარდასაჭერად დედაქალაქ კამპალას ქუჩებში ასობით დემონსტრანტი იკრიბება. მათი მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერი გათავისუფლებაა.
საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული მანიფესტაციების შემდეგ განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენმაც. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს აქციების დასაშლელად.