ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში კორუფცია, როგორც საფრთხე არ აისახება.
როგორც პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვისას ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ განმარტა, საქართველოში კორუფცია აღმოფხვრილია და ის ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის.
"ამის გათვალისწინებით კი დოკუმენტში კორუფცია არ აისახება როგორც საფრთხე, თუმცა ჩაიწერება. რომ ხელისუფლება ბრძოლის არ შეწყვეტს და მის მონიტორინგს გააგრძელებს", - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისივე თქმით, ანალოგიურად დიდ წამატებას მიაღწია საქართველომ ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხშიც.
"ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული ნარკოტიკებთან ბრძოლა დოკუმენტში ჩაიდება თუ არა ის, როგორც სოციალური გამოწვევა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გრძელდება", - აცხადებს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებული რედაქციის განხილვა პარლამენტში თებერვალში დაიწყო.
ამ დროისთვის დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც შემდეგ შემდეგ განსახილველად პარლამენტის დაუბრუნდება.