ავღანეთის ოპერაციაში რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს საჰაერო გადაზიდვებისთვის სივრცეს გაუხსის. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას.
"აშშ-მა და რუსეთმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ავღანეთში საჰაერო გადაზიდვებისთვის. რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის გახსნა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2009 წლის რუსეთ-ამერიკის შეთანხმების შედეგია, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაზე. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია ორ ქვეყანას შორის "გადატვირთვის" პოლიტიკაში", - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ავღანეთში ტვირთები რუსეთის გავლით აქამდეც გადაიცემოდა. ნატო-რუსეთის შეთანხმებით ავღანეთში ტვირთების გადაზიდვა რუსეთის სარკინიგზო ხაზით ხდებოდა.
"ჩვენ ველით, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნულია განცხადებაში.