თურქეთის ქალაქ ართვინში "ტურიზმის ფესტივალს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვრშალომიძე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
მათ საგამოფენო სტენდები და პავილიონები დაათვალიერეს.
მოგვიანებით აჭარის პირველმა პირმა გამოფენაში მონაწილე გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენელები სიგელებით დააჯილდოვა.
ვიზიტის მიზანი ორ რეგიონს შორის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებაა.