ნატოს სამხედრო საჰაერო ძალებმა ლიბიის დედაქალქ ტრიპოლზე ავიაიერიში მიიტანა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელერადიოკომპანია "ბი-ბი-სი" ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მედიის ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა", _ იუწყება "ბი-ბი-სი".
მათივე ინფორმაციით, ნატოს ძალების სარდლობა აღნიშნულზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.