საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნიგერიაში დაწყებულ არეულობას 200 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციაში აცხადებენ, არეულობის გამო 400 ადამიანი დაიჭრა, დაახლოებით 40 ათასი ნიგერიელი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. სამართალდამდამცავთა თქმით, ათას ადამიანზე მეტი დაკავებულია.
ნიგერიაში არეულობა არჩევნების მეორე დღეს, 17 აპრილს დაიწყო. ქრისტიანმა პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ხმათა 57 % დააგროვა, მისმა ოპონენტმა მუსულმანმა მუჰამედ ბუჰარიმ კი_31%.
ბუხარის მომხრეები არჩევნების ფალსიფიცირებაზე საუბრობენ. ისინი ნიგერიის ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ ქრისტიანებს თავს ესხმიან, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია.