"სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ" ქუთაისში ახალგაზრდული ორგანიზაცია და „შეფიცულების" რაზმი დააფუძნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მიიღეს. კრების ინფორმაციით, ღონისძიებას 600-მდე დელეგატი ესწრებოდა.
„შეფიცულთა" ფიცის დადების ცერემონია ქუთაისში გაიმართა.
ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარედ ლაშა გიორგობია აირჩიეს, ხოლო "შეფიცულებს" იმერეთის მასშტაბით პლატონ ონიანი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრებამ" ახალგაზრდული ორგანიზაცია და „შეფიცულთა ჯგუფი" გუშინ ბათუმში დააფუძნა.