"საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ანხორციელებს პროექტს "სტაჟიორი" აჭარაში. ამ თემასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
"საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" აღნიშნულ პროექტს 2007 წლიდან ანხორციელებს. პროექტში მონაწილე აპლიკანტები სტაჟირებას გადიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მის საქვეუწყებო დაწესებულებებში, რეგიონალურ წარმომადგენლობებში, თბილისისა და სხვადასხვა რაიონების კლინიკურ საავადმყოფოებში, აგრეთვე სადაზღვევო კომპანიებში. პროექტი ითვალისწინებს სტაჟირებაზე მყოფი პირის მიერ სამედიცინო დაწესებულების საქმიანობების გაცნობასა და შესწავლას. ასევე, სამუშაო საათებში დაწესებულების ადმინისტრაციულ ნაწილში მისი მუდმივი როტაციის პირობებშისამუშაო პროცესებში აქტიურ ჩართვას.