ჰოლივუდის 94 წლის ვარსკვლავს ჟა ჟა გაბორს, სურს იყოლიოს შვილი. "ადამიანს ჭირდება რაღაც, რისთვისაც სიცოცხლე ღირს", - ფიქრობს სახელგანთქმული მსახიობის რიგით მეცხრე ქმარი.
მეუღლეები სუროგატ დედას ეძებენ. მსახიობის 67 წლის მეუღლემ პრინც ფედერიკ ფონ ანჰალტმა გადაწყვეტილების მიზეზად გაბორის სულიერი გამხნევება დაასახელა, რომელსაც იანვარში სისხლის მიწოდების პრობლემების შედეგად ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა.
გაკეთებული მენჯბარძაყის სახსრის ტრანსპლანტაციის შემდეგ იგი თითქმის 9 წელია ვერ დადის.
ერთ-ერთი წინა ქორწინებიდან გაბორს 60 წელს გადაცილებული ქალიშვილი ყავს.
მედიკოსები სკეპტიკურად უყურებენ 94 წლის მსახიობის შესაძლო დედობას და აცხადებენ, რომ პოტენციურ მშობლებს თავდაპირველად მოუწევთ გაიარონ სამედიცინო ექსპერტიზა.
თუ მეუღლეებიდან ერთი ვერ გაივლის ტესტირებას, წყვილს კანონიერი უფლება არა აქვს ბავშვი იშვილოს.
ჟა ჟა გაბორი 1936 წელს "მის უნგრეთი"-ს გვირგვინის მფლობელი იყო, 1941 წელს აშშ-ი ემიგრაციის შემდეგ, ისეთი ფილმების წყალობით როგორიცაა "მულენ რუჟი", "სიყვარულის სამი ისტორია", "გოგონა კრემლში", "ბოროტების შეხება" ფართო აღიარება მოიპოვა.