თბილისის საკრებულოს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი ავლაბრის რაიონში კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.
ზაალ სამადაშვილმა და გრიგოლ ბაიბურთმა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად ღვინო, კვერცხი, ტკბილეული და ხორცის ნაწარმი მიუტანეს.
"ეს გახლავთ თბილისის საკრებულოსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ერთობლივი აქცია. ეს არ გახლავთ ერთჯერადი აქცია. ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და, შესაბამისად, კარგად ვიცნობ ამ ადამიანების პრობლემებს. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთანეთს და მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარები მათ",-განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, კაიშაურის #3-სა და მეტრომშენის დასახლებაში მდებარე 78-ე ბაგა-ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 28 ოჯახი ცხოვრობს.