რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გულისტკივილს ვერ ფარავს, რომ ტელეარხებით ადამიანების შრომის ამსახველ პროგრამებს ვერ ხედავს, რაც მშრომელთა პროფესიის პრესტიჟს აამაღლებდა.
"ჩვენს მედიასაშუალებებს ხშირად ვაკრიტიკებთ. ამჯერად ამას არ გავაკეთებ. თუმცა, სამწუხაროდ, ნაციონალურ არხებზე იშვიათად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერ, ეფექტურ, ჰეროიკულ შრომას ეწევიან",_აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ხელისუფლების მოღვაწეობის შესახებ ანგარიშით გამოსვლისას.
ამასთან, პუტინმა შექმნილი სიტუაციის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ადამიანების შრომაზე დგას სახელმწიფო.