ქვესადგურში „ზაჰესი-35" კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 19 და 20 აპრილს 08 საათიდან 19 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს და ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.