საქართველოში იაპონიიდან რადიაციით დაბინძურებული პროდუქციის მოხვედრის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა და აქვე განმარტა, რომ აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
"საქართველოს იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და თუ რადიაციული ნაწარმის საქართველოში მოხვედრასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე გაჩნდება, ჩვენ მასზე მყისიერი რეაქცია გვექნება და შესაბამის ზომებს მივიღებთ, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე საფრთხის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.