„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენციაზე, რომლის თემაა „საქართველო და ევროკავშირი", გიორგი თარგამაძე მოხსენებით გამოვა.
მოხსენებაში საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
ქდმ-ს ლიდერი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს „ქრისტიან-დემოკრატების" ხედვაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით. გიორგი თარგამაძე შეაფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის კონფერენციებში მონაწილეობა, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა უცხოელ კოლეგებთან ერთად ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქვეყნის სამომავლო განვითარება და ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივები" - განაცხადა თარგამაძემ.
კონფერენციას ევროპის პარლამენტის წევრები ესწრებიან. საქართველოდან მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრი, უმრავლესობის წევრები და ოპოზიციის კვოტით „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი არიან.