BBC-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს 45 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე ძლიერი ტორნადო თავს ჩრდილოეთ კაროლინას დაატყდა, სადაც სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ტორნადოს ემსხვერპლნენ ოკლაჰომაში, არკანზასში, მისისიპიში,ჯორჯიასა და ვირჯინიაში.
ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. დაკარგულია რამდენიმე ადამიანი.
სამი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში სულ 240 ტორნადო დაფიქსირდა. ჩრდილოეთ კაროლინაში 200 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.