საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური სკანდალი მწვავდება. პარიზმა იტალიიდან ლტოლვილთა მიღებაზე უარი განაცხადა.
სამგზავრო მატარებელი, რომელშიც, სავარაუდოდ, აფრიკელი დევნილები იმყოფებოდნენ, ფრანგმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს.
სარკინიგზო მოძრაობის შეფერხებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსალოდნელი საფრთხეებით ხსნის. ოფიციალური პარიზის მტკიცებით, მატარებელში 60-მდე აფრიკელი ემიგრანტი იმყოფებოდა, რომელთა ვინაობაც დაუდგენელია და ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნიან.
პარიზის ასეთი პოზიციის გამო იტალიაში ლტოლვილთა მხარდასაჭერად მასშტაბური აქციები იმართება. პარიზის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო კი სარკოზის ხელისუფლება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა.