მექსიკაში 17 ნარკობარონი დააკავეს. მათ შორის, ყველაზე ცნობილი მისტერ მარტინია. დაკავებულები მასობრივ მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებაში არიან ბრალდებულნი.
მექსიკის რეგიონში დაახლოებით ერთი კვირის წინ საერთო სასაფლაო იპოვეს, სადაც შეტაკებების შედეგად დაღუპულებს კრძალავდნენ. ნაპოვნი 150 ცხედრიდან 72 უკვე იდენტიფიცირებულია. დანარჩენების ამოცნობის პროცესი კი გრძელდება.