დიდთოვლობის გამო, საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაკეტილია. ლარსთან ავტომანქანების გრძელი რიგებია, რადგან ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდება.
სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი სოფელ ჩვისთანაა გაჩერებული და გზის გაწმენდას ელოდება. ნაწილობრივაა აღდგენილი მიმოსვლა მსუბუქი ავტომანქანებისთვის.
დარიალის ხეობაში ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
მიმოსვლის აღდგენას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.