საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა კახეთის ვენახებში ყურძენი გლეხებთან ერთად დაკრიფა.
პრეზიდენტი სოფელ ქვემო ხოდაშენში რთველსა და ჩურჩხელების ამოვლების ტრადიციულ რიტუალსაც დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი ესიტაშვილების ოჯახს ესტუმრა.
რთველის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ხოდაშენის მოსახლეობისგან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელისგან პირადად მოისმინა. პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მისცა დავალება, რომ მოხდეს ყურძნის ევროპის ბაზარზე გატანა.
მიხეილ სააკაშვილი წინანდლის რეზიდენციაში ადგილობრივ გამგებლებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ყურძნის რეკლამირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ.
"მთავარი,რასაც ჩვენ უნდა მიოვაღწიოთ, ის არის, რომ ყოველწლიურად რთველს შიშით არ უნდა ველოდებოდეთ. რთველს უნდა ველოდებოდეთ როგორც ზეიმს და ჩვენ მომავალი წლიდან ამას შევძლებთ. ჩვენ ვისწავლეთ უკეთესად რთველის ჩატარება. უკეთესად ვისწავლეთ ღვინის გაკეთება. ჩვენი ღვინო გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2005 წელს, ახლა უნდა ვისწავლოთ ღვინის გაყიდვა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.