ციმბირში 772 ჰექტარ ფართობზე ტყის 44 მოქმედი ხანძარი დაფიქსირდა, მათგან 205,5 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
ტყის ხანძრები დაფიქსირდა ალტაის, ბურიათის, კრასნოიარსკის მხარეებში. ყველაზე რთული სიტუაცია კი ბაიკალის მხარეში შეიქმნა. აქ 24 საათის განმავლობაში 1,413 ათას ჰექტარზე ტყის 24 ხანძარი დაფიქსირდა. მათგან მეხანძრეებმა 17-ის ჩაქრობა შეძლეს.
კოსმიური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ციმბირის ტერიტორიაზე 290 თერმიულად აქტიური წერტილია დარეგისტრირებული, რომელთაგან 229 დასახლებულ პუნქტებიდან 5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივი ხანძრის უმთავრესი მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის "მოღვაწეობაა".
ხანძრებს რეგიონში ამ დროისთვის უჩვეულო სიცხეც განაპირობებს. ამ ტერიტორიაზე აპრილისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა თითქმის 30 გრადუსითაა მომატებული. ამიტომ ტყეში ხანძარი რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო.
ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში 1088 ადამიანი და ტექნიკის 184 საშუალებაა ჩართული.