ინდონეზიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი ტერაქტი განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დასავლეთ იავაზე, ქალაქ კირებონში მდებარე მეჩეთში აიფეთქა. ტერორისტი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 28 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილთაგან უმეტესობა პოლიციელია.
ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, ე.წ. კამიკაძემ თავი ლოცვის დროს აიფეთქა.