"ალ-ქაიდა" მუსულმანებს ლიბიაში ნატოს წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებს. ამის შესახებ "ალ-ქიდას" ერთ-ერთმა ლიდერმა აივან ალ ზაჰრირმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც ექსპერტებმა განაცხადეს, ვიდეომიმართვა ნატოსა და კოალიციის მიერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე იყო ჩაწერილი.
"მოვუწოდებთ ყველა მუსულმანს რომ იბრძოლოს ნატოს წინააღმდეგ. ისინი უკანონოდ არიან შეჭრილები ლიბიაში და საფრთხეს უქმნიან ტუნისს, ეგვიპტეს, ალჟირს და სხვა არაბულ ქვეყნებს", - ნათქვამია მიმართვაში.