სანკტ-პეტერბურგის სამხრეთ საბაჟო საგუშაგოზე, მებაჟეებმა 8 ტონაზე მეტი, კონტრაფაქტული ტვირთი აღმოაჩინეს.
სანკტ-პეტერბურგის საბაჟოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბაჟოზე დააკავეს შაქრიანი ნამცხვარი სახელწოდებით "იუბილეიკა", ხოლო ტვირთის დანიშნულების ქვეყანა საქართველოა.
სანკტ-პეტერბურგის საბაჟოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამსახურის განყოფილების მიერ სავაჭრო ნიშნის სამართალმფლობელ "ბოლშევიკში", რომელიც სავაჭრო ნიშნის "იუბილეინოე"-ს მესაკუთრეა, გაიგზავნა მოთხოვნა მისი უფლბებების დარღვევისა და სახელწოდება "იუბილეიკას" სახელწოდება"იუბილეინოესთან" შესაძლო მსგავსებასთან დაკავშირებით.
"ბოლშევიკში"- დან მოვიდა პასუხი იმის შესახებ, რომ "უიბილეიკა"-თი განსაზღვრული საქონელი კონტრაფაქტის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან სიტყვიერი განსაზღვრება მსგავსია აღრევის ხარისხამდე "იუბილეინოეს" სავაჭრო ნიშანთან.
მეტიც, "ბოლშევიკშს" არ მიუცია უფლება მეწარმისათვის თავისი სავაჭრო ნიშნის გამოყენებისა. "ბოლშევიკი" თავის განცხადებაში მოითხოვდა მიღებული ყოფილიყო ზომები სახელწოდება "იუბილეიკის" მქონე საქონლის ექსპორტს აღკვეთისათვის, რომელიც პეტერბურგის შიდა ბაზარზე იწარმოება.