ყანდაღარის რეგიონში, პოლიციის მთავარ შტაბში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც რეგიონის პოლიციის უფროსი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყევა, დაჭრილია 2 პოლიციელიც.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტმა შენობაში შეღწევა პოლიციის უნიფორმის გადაცმით მოახერხა. ყანდახარი თალიბების სულიერ სამშობლოდ ითვლება.