იაპონიის შემდეგ რადიაციულმა ფონმა გერმანიაში მოიმატა. საქსონიაში ბირთვულ სამარხთან ახლოს ცეზოუმის მაჩვენებელი მკვეთრად არიs გაზრდილი.
რადიაციული დაცვის სამსახურის ექსპერტებმა ეს ადგილი უკვე შეამოწმეს და დაადგინეს, რომ რადიაციული ფონი დასაშვებ ნორმას 24 -ჯერ აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "დი-პი-ეი" ავრცელებს.
ქარხნულ-ბირთვული ნარჩენების საცავი მიწაში 750 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. იაპონიაში შექმნილი ვითარების გამო, რადიაციულ საფრთხეებზე უკვე სხვა ქვეყნებშიც ალაპარაკდნენ. მათ შორის არის საფრანგეთი. ფრანგები ახლა ატომურ ელექტროსადგურის გაუქმებას მოითხოვენ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა.