ლეიბორისტები პარლამენტს დიდი ამნისტიის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს წარუდგენენ, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებითა და ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე, საპყრობილეებში შექმნილი უკიდურესად მძიმე და საგანგაშო რეალობის გამო შეიმუშავა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
"საქართველოს ხელისუფლებამ უყოყმანოდ უნდა მიიღოს საგანაგებო გადაწყვეტილება და ჩვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის საფუძველზე, ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით უნდა გამოცხადდეს დიდი ამნისტია. საყოველთაოდ ცნობილი და საერთაშორისოდ აღიარებული გახდა უკანასკნელი ხანის საგანგაშო მონაცემები საქართველოს საპყრობილეებში: პატიმართა გაუგონარი რაოდენობის არსებობის შესახებ; პატიმართა ტუბერკულოზით და სხვა მძიმე დაავადებულთა რაოდენობის გახშირებული ზრდის შესახებ ასევე გახსშირებული სიკვდილიანობისა; და პატიმართა წამების, სისასტიკისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტების შესახებ", _ განაცხადა კირთაძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ამნისტიის შესახებ განმარტებითი ბარათითურთ გადაეცა ექსპერტებს დასკვნებისათვის და მომივალ კვირას პარტიის სადეპუტატო ჯგუფი, პროცედურების სრული დაცვით წარადგენს მას პარლამენტის წინაშე.