ქართული მხარე ეცადა ჰოლდინგ "Global CST"-ის ხელმძღვანელობა ეიძულებინა ვადაზე ადრე შეეწყვიტა სოხუმში ვიზიტი და უარი ეთქვა აფხაზეთთან შემდგომი კონტაქტების გაგრძელებაზე. თუმცა "ცახალის" გენშტაბის ყოფილმა ოფიცრებმა ოფიციალური თბილისი მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "იზრუს"-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკუთარმა წყარომ თელავივიდან სააგენტო აცნობა, რომ 14 აპრილს ქართულ მხარეს ჰქონდა რიგი მცდელობებისა ზეწოლა მოეხდინა ჰოლდინგ "Global CST"-ის ხელმძღვანელობაზე. ამით ოფიციალური თბილისი ვარაუდობმა ეიძულებინა ებრაელი ბიზნესმენევი ვადაზე ადრე დაესრულებინათ ვიზიტი აფხაზეთში.
"ამ მიზნით, საქართველოს ელჩმა თელავივში ვახტანგ ჯაოშვილი არაერთგზის დაუკავშირდა ტელეფონით ჰოლდინგ "Global CST"-ის ცენტრალურ ოფისს, ასევე ჰოლნიგის გენერალურ დირექტორს და მოქმედი პრემიერის ყოფილ სამხედრო მდივანს მეირ კლიფს, რომელიც აფხაზეთში მყოფი დელეგაციის შემადგებლობაში შედიოდა. ამის პარალელურად ქართული მხარე ცდილობდა დიპლომატიური არხები აემოქმედებინა და ამით ებრაელ ბიზნესმენებზე ზეწოლა მოეხდინა", _ წერს სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ქართული მხარის მცდელობისა ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, "ცახალის" გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ისრაელ ზივმა ქართველების მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა და საჭიროდ ჩათვალა სოხუმში შემდეგი კომენტარი გაეკეთებინა: "ჩვენი ვიზიტი აფხაზეთში პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის, არამედ მას ღრმად ეკონომიკური ინტერესი აქვს".