გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების მისიებში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ადამიანს კლავენ. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, უფრო და უფრო სახიფათო ხდება გაეროს ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა.
"კონფლიქტის ზონებში უფრო და უფრო რთული ხდება ჰუმანიტარული მისიების ჩატარება, რადგან მისიებზე ხშირია თავდასხმები. ავღანეთი, სომალი და სუდანი ყველაზე არასტაბულური ქვეყნებია მისიებისთვის. ყველაზე სახიფათო ქვეყანა ამ სამს შორის ავღანეთია. პირველ აპრილს, 7 გაეროს ეგიდით მომუშავე ადამიანი მოკლეს, როდესაც გაბრაზებული მოსახლეობა მათ თავს დაესხა", - აღნიშნულია მოხსენებაში.