დღეს ოქროზე მსოფლიო ფასებმა ახალი რეკორდი მოხსნა. აღნიშნული კი ჩინეთში ინფლაციის 5,4 %-ის დონეზე დაფიქსირებით იყო გამოწვეული. ოქროს ფასი 0,4 %-ით გაიზარდა და 1 უნციაზე 1479,35 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე, ფუჩერსების ღირებულება 1 უნციაზე 1480,50 აშშ დოლარით განისაზღვრა.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო და ასევე, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის მიზეზით, რამაც შეიძლება მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე მორიგი დარტყმა გამოიწვიოს, ინვესტორები უპირატესობას ოქროს დაგროვებას ანიჭებენ.
2010 წლის განმავლობაში, ოქროს ფასი 30 %-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ძვირფას მეტალზე ფასებვის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში დინამიურ ხასიათს იღებს.