ღაზას სექტორში იტალიელი მძევლის ცხედარი იპოვეს. ვიქტორიო არიგონი დაუდგენელმა პირებმა გუშინ გვიან ღამით გაიტაცეს. რამდენიმე საათში კი ისლამისტთა ერთ-ერთ ვებ გვერდზე მისი ტყვეობის ამსახველი ვიდეოკადრები დაიდო.
გატაცებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო "სოლაფის" რადიკალურმა დაჯგუფებამ. ის პალესტინაში "ჰამასის" დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლება.
ცნობილია, რომ ვიტორიო არიგონი ანტიებრაული განწყობილებებით გამოირჩეოდა და მხარს "ჰამასის" დაჯგუფებას უჭერდა.
მასალის გამოყენების პირობები