უკვე ცნობილია ის ადგილი სადაც ეჭვნიტანილებმა ნაღმი დაამზადეს. მოწყობილობა ბელორუსის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ დამზადდა, თუმცა სამართალდამცავები სხვა დეტალების გახმაურებისგან ჯერ თავს იკავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დადგინდა ისიც, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა ინტერნეტის საშუალებით შეუკვეთეს.
გამოძიების ვერსიით დამნაშავეებს უკავშირდება ბელორუსის დამოუკიდებლობის დღეს მომხდარი კიდევ ერთი აფეთქება და ვიტებსკის ტერაქტიც. ძველი და ახალი საქმეები ახლა შესაძლოა გაერთიანდეს კიდეც.
სულ დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის სამმა დანაშაული უკვე აღიარა. სხვა და სხვა მონაცემებით 5 დაკავებულიდან ერთი ქალია. მათი ასაკი 30 წელს არ აჭარბებს. ყველაზე უმცროსი კი 25 წლის მამაკაცია.