15 აპრილს, 17 საათზე სავაჭრო კომპლექს "თბილისი ცენტრალში" განთავსებულ ბოულინგ-ცენტრში გაიმართა კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა" და კომპანია "ბილაინის" ერთობლივი აქცია, რომელიც მიძღვნილია საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეულისადმი. მისი მხარდამჭერები არიან კორპორაცია "BP - საქართველო", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (NATELI), ევროკომისიის მთავარი დირექტორატი ენერგეტიკის დარგში, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ევროპული სააგენტო, სხვა ევროპული ინსტიტუტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოები, აგრეთვე კერძო კომპანიები.
აქციის მსვლელობისას, "მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის" ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დააჯილდოვეს "ენერგოეფექტრობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე ჟურნალისტებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები. მსგავსი კონკურსი მეორედ ჩატარდა და მან განსაკურებით დიდი პოპულარობა მოიპოვა რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს შორის.
კომპანია "ბილაინმა" ასევე გამოავლინა საუკეთესო ფოტონამუშევრები თემაზე "გარემო და ბილაინი" და დააჯილდოვა მათი ავტორები. საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა ბოულინგ-ცენტრის ტერიტორიაზე.
დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართა ტურნირი ბოულინგში საქართველოს მედია-საშუალებებს შორის.