სს "საქართველოს ბანკს", "სესხების საგაზაფხულო კოლექციის" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი შეთავაზება - "სესხი რემონტისთვის" - აქვს
"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, იმ მომხმარებელს, რომელსაც სახლის/ბინის გარემონტება და ავეჯის შეძენა სურს, შეუძლია "საქართველოს ბანკში" ისარგებლოს სესხით სპეციალურად რემონტისთვის, ამისათვის ბანკში უნდა წარადგინოს, რემონტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. ამასთან, მომხმარებელი რომელიც 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით ისარგებლებს სესხით რემონტისთვის, ბანკი საჩუქრად გადასცემს სახლის/ბინის რემონტის დააზღვევის ერთწლიან პოლისს. ამრიგად, თუ მეზობლების მიზეზით, რემონტი შემთხვევით დაზიანდება, მაგალითად, ბინაში წყალი ჩამოვა, ან კედელი გაიბზარება, მომხმარებელს ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ანუნაზღაურებს. სახლის/ბინის რემონტი დაზღვეული იქნება მთელი წლის განმავლობაში.
"სესხი რემონტისთვის" შეგიძლიათ აიღოთ როგორც დოლარში, ისე ლარში; სესხის მაქსიმალური ვადა 6 წელია.