ნატომ ბერლინის მინისტერიალზე ოფიციალურ ტრიპოლს ახალი პირობები წაუყენა. გარდა იმისა, რომ კადაფის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ალიანსის წევრი ქვეყნები ასევე მოითხოვენ ლიბიის ხელისუფლების მიერ ცეცხლის შეწყვეტას, სამხედროების გაყვანას დასახლებული პუნქტებიდან და მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, ნატოს სამხედრო მოქმედებები მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ შეწყდება. შესაძლოა ნატოს ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის მსგავსად გაზარდონ თავისი სამხედრო რესურსები ლიბიის ოპერაციაში.
"ლიბიის კრიზისი საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გზით უნდა დარეგულირდეს. იმ გადაწყვეტილებების გზით, რომელიც ლიბიელ ხალხს მისცემს საშუალებას იცხოვროს თავისუფლად რასაც ამჟამად მათ კადაფის რეჟიმი უზღუდავს. ამ რატომ არის მნიშვნელოვანი ლიბიის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან", _ აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.