დღეს ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს განიხილავენ. იმსჯელებენ რუსეთის ქმედებების შესახებაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე რეგიონში პოლიტიკური ძალების შეფარდების შესახებ და საქარტველოს მიღწევებზე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით.
შეხვედრაზე მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გეგმებსაც განიხილავენ. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უკვე გაიმართა საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრა ნატოს წევრი შვიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. გრიგოლ ვაშაძე ასევე პირისპირ ესაუბრა ასევე ავსტრალიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეერთებული შტატების გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის წარმომადგენლების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების პირველი პირი სიტუვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისრების შეხვედრაზეც.
"მთავარი თემები ამ კომისიაზე იქნება უპირველეს ყოვლისა რეგიონალური მდგომარეობა, რადგანაც მოკავშირეებს უნდათ ზუსტი ინფორმაციის მიღება პრობლემაზე რაც აკეთებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორი არის პოლიტიკური ძალების შეფარგება ჩვენს რეგიონში, რა სახიფათო ან პირიქით სასიკეთო ტენდენციები არის. იქ მიღწევები, რომლებიც საქართველოს აქვს პოლიტიკური რეფორმების კუთხით და იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარდება წლის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა, რა არის უპირველეს ყოვლისა გასაკეთებელი და რა გრაფიკით გაგრძელდება ნატო-საქართველოს კომისიია მუშაობა", _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.