რესპუბლიკელმა სენატორებმა დღეს აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას რაკეტსაწინააღმდეგო პროგრამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემები მოსკოვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
რესპუბლიკელი სენატორების წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა არასდროს უნდა მისცეს ნება უცხო ქვეყანას უკარნახოს თუ როგორ დაიცვას შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ქვეყანა და მისი მოკავშირეები.
"რუსეთის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის განლაგების გეოგრაფიული არეალი, იქნება ეს თურქეთი, საქართველო თუ რომელიმე სხვა ნათქვამია წერილში", რომლის ნაწილსაც "ფრანს პრესი" ავრცელებს. წერილი უკვე გადაეგზავნა თეთრ სახლს, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტი ობამა ჩიკაგოში იმყოფება.